იაპონიის სამხრეთით ტაიფუნი „ფანვონი“ მძვინვარებს, რის შედეგადაც 4 ადამიანი, მათ შორის სამი ამერიკელი სამხედრო უგზოუკვლოდ დაიკარგა.
დასავლური პრესის ცნობით, დაკარგულიდან ერთერთი გარდაცვლილია.
ტაიფუნმა ამჟამად უკვე ქვეყნის ცენტრალურ ნაწილს მიაღწია და ტოკიოს მიმართულებით მიემართება. ქარის სიჩქარე საათში 200 კილომეტრს აღწევს.
ტაიფუნის გამო უკვე გადაიდო ასობით ავიარეისი. ორ საავტომობილო ქარხანაში კი მუშაობაა შეჩერებული.
ხელისუფლება იაპონიის აღმოსავლეთ რეგიონებში მცხოვრებ 50 ათას ოჯახს მოსალოდნელი წყალდიდობის გამო, ევაკუაციას ურჩევს.
მასალის გამოყენების პირობები