ებოლას შემთხვევა ესპანეთშიც დაფიქსირდა. დაავადება მადრიდში ერთ-ერთ ექთანს დაუდასტურდა.
პაციენტი მისიონერს უვლიდა, რომელიც ებოლათი სიერა-ლეონეში დაავადდა. საავადმყოფოში, სადაც ექთანი მუშაობდა, ინფექციური დაცვის სისტემა ამოქმედდა.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა. მისი თქმით,ყველაფერს აკეთებენ, რომ დაავადების გავრცელება თავიდან იყოს აცილებული. ავადმყოფობა თავდაპირველად აფრიკაში გავრცელდა. მას უკვე 3 ათასი ადამიანი ემხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები