დუბლინის აეროპორტში ერთმანეთს 2 სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა. გავრცელებული ცნობით, "რაიანეარის" კუთვნილი ლაინერი ამავე კომპანიის მეორე თვითმფრინავს შეეხო, რამაც ორივე ხომალდის დაზიანება გამოიწვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ავარიის გამო ორივე რეისი გადაიდო. შესაბამისი სამსახურები ახლა იმის დადგენას ცდილობენ, რატომ მოხდა თვითმფრინავების შეჯახება და რატომ ვერ მოხდა ტრაექტორიის განსაზღვრა. დუბლინის აეროპორტი ახლა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.
მასალის გამოყენების პირობები