თურქეთის რამდენიმე ქალაქში გამართული ეთნიკური ქურთების საპროტესტო აქციების დროს 12 ადამიანი დაიღუპა.
მომიტინგეები „ისლამური სახელმწიფოსგან“ თურქეთის საზღვართან მდებარე სირიის ქალაქ კობანის დასაცავად, ხელისუფლებისგან უფრო აქტიური ღონისძიენების გატარებას ითხოვენ. ქალაქი, სადაც უკვე 400 ადამიანია მოკლული, ეთნიკური ქურთებითაა დასახლებული.
თურქეთი არ შეუერთდა კოალიციას შეერთებული შტატების მეთაურობით, რომლის კამპანიაც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგაა მიმართული. თუმცა, ახლა თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ტერორისტებთან საბრძოლველად საჰაერო იერიშები საკმარისი არაა და საჭიროა სახმელეთო ოპერაციის ჩატარება.
თურქებმა საპროტესტო აქციები ინგლისში, ნიდერლანდებსა და გერმანიაშიც გამართეს.
მასალის გამოყენების პირობები