ახალი ამბები
ზურაბ აბაშიძე - საქართველოს თანამშრომლობა ნატოს-თან რეგიონულ უსაფრთხოებას არანაირ საფრთხეს არ უქმნის
აბაშიძეის განცხადებით რეგიონულ უსაფრთხოებას უპირველესად აზარალებს და სერიოზულ პრობლემებს უქმნის მოუგვარებელი კონფლიქტები. "სწორედ ამაში ვხედავთ ჩვენ რუსეთის როლს, თუკი მას აქვს სურვილი, პოლიტიკური ნება, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყოთ კონფლიქტების მოგვარება, კერძოდ, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, რეგიონული უსაფრთხოების საკითხი არ არის მისი და კარასინის შეხვედრის ფორმატის დღის წესრიგის თემა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მისი რუსი კოლეგები ამ საკითხს შეეხებიან, მისი პასუხი მეტ-ნაკლებად ასეთივე იქნება. კითხვაზე, რამდენად შეძლებს საქართველო დაარწმუნოს რუსეთი, რომ ნატო არანაირ საფრთხეს არ უქმნის რეგიონის უსაფრთხოებას, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთის დარწმუნება მარტივი არ იქნება. "ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემაა დასავლეთის და რუსეთის ურთიერთობებში", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. მან ასევე კომენტარი გააკეთა დაღესტნის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე. როგორც აბაშიძემ აღნიშნა, აქამდე ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა. "თუ მათ რაღაც იდეა და პროექტები აქვთ, მოვისმენთ და ვიმოქმედებთ მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ნატო-ს ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოში ნატო-ს ინფრასტრუქტურის განთავსება საფრთხეს შეუქმნის კავკასიის რეგიონში იმ სტაბილურობას, რომელიც ახლა ყალიბდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.