ფრანგი მწერალი პატრიკ მოდიანო 2014 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში, 69 წლის ფრანგი მწერალი პატრიკ მოდიანო გახდა.
ჰოლოკოსტის თემაზე დაწერილი რომანებისთვის პატრიკ მოდიანო, რომელმაც მოღვაწეობა 1968 წელს დაიწყო, 8 მილიონ შვედურ კრონს (1,1 მლნ დოლარს) მიიღებს.
1978 წელს მწერალმა რომანისთვის "ბნელი ჯიხურების ქუჩა" გონკურის პრემია მიიღო.
ჰოლოკოსტის თემა აქტუალურია ავტორის ოჯახისთვის: ლიტერატორის მამა ებრაული წარმოშობის იტალიელი იყო, რომელმაც თავისი მომავალი მეუღლე გერმანელების მიერ ოკუპირებულ პარიზში გაიცნო.
მასალის გამოყენების პირობები