ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, სამინისტროების მხრიდან მოთხოვნა შეადგენდა მილიარდ ლარზე მეტს, რისი საშუალებაც საქართველოს არ აქვს.
"ბიუჯეტი გაიზარდა 280 მილიონი ლარით. ყველა სამინისტროს ვერ გაეზრდება ბიუჯეტი მათი მოთხოვნების შესაბამისად, ვინაიდან მათი მოთხოვნები იყო მილიარდ ლარზე მეტი ოდენობის და ბუნებრივია, საქართველოს ამის საშუალება არ აქვს, რომ მილიარდი ლარით დამატებით გავზარდოთ ჩვენი ბიუჯეტი. ჩვენ უნდა მოვიცადოთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ბიუჯეტი დაიგეგმა პრიორიტეტების მიხედვით.
მასალის გამოყენების პირობები