ახალი ამბები
მიხეილ გორბაჩოვი საავადმყოფოში იმყოფება
საბჭოთა კავშირის ყოფილი ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი საავადმყოფოშია მოთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "დოჟდი" ავრცელებს.  როგორც თავად მიხეილ გორბაჩოვმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, ბოლო კვირის განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, რის გამოც ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. 
ტელეკომპანია "დოჟდის" ცნობით, 2011 წელს მიხეილ გორბაჩოვმა მიუნხენის ერთ-ერთ კლინიკაში ხერხემლის ურთულესი ოპერაცია გადაიტანა. მას ასევე დიაბეტის რთული ფორმა აქვს, რის გამოც გასულ წელს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.  მიხეილ გორბაჩოვი საბჭოთა კავშირის ლიდერი 1985-1991 წლებში იყო. სწორედ გორბაჩოვის მმართველობის პერიოდში დასრულდა "ცივი ომი". 1990 წელს მიხეილ გორბაჩოვს ნობელის პრემია მიენიჭა მშვიდობის დარგში. 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 8 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 0 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.