ახალი ამბები
სომხეთის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა
ერევანში ათასობით ადამიანი გამოვიდა საპროტესტო აქციაზე, რომელიც ქვეყნის "ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში" გაწევრიანებას მოჰყვა. სომხური მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქცია საპარლამენტო პარტიებმა - "აყვავებული სომხეთი", სომხეთის ნაციონალური კონგრესი და "მემკვიდრეობა" - მოაწყეს. აქციის ორგანიზატორებმა მინსკში გაფორმებულ შეთანხმებას ეროვნული ინტერესის ღალატი უწოდეს. "გასულ წელს სერჟ სარგსიანმა არჩევნებზე ხალხის ხმები მოიპარა და თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ზუსტად ხუთი წლის წინ მან ხელი მოაწერა ანტისახელმწიფოებრივ სომხურ-თურქულ პროტოკოლს. დღეს კი სერჟ სარგსიანმა ისე, რომ ამის უფლება არ ჰქონდა, ხელი მოაწერა "ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში" გაწევრიანებას და ამით ჯვარი დაუსვა სომხეთის დამოუკიდებლობას", - განაცხადა პარტია "მემკვიდრეობის" ლიდერმა რაფი ოვანესიანმა. გუშინ მინსკში, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სახელმწიფოთაშორისო საბჭოს სხდომაზე ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც სომხეთი "ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში" გაწევრიანდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 9 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.