ახალი ამბები
დავით ნარმანია - ვაპირებთ, რომ მომავალი წლიდან სახელფასო დანამატს დავარქვათ ხელფასი
დავით ნარმანიას განმარტებით, ცალკე დანამატი აღარ გაიცემა და თანამშრომლები შრომით ანაზღაურებას სწორედ ხელფასის ფორმით მიიღებენ, თუმცა მერს არ დაუკონკრეტებია, ნიშნავს თუ არა ეს ხელფასის გაზრდას. ამასთან, ნარმანიამ იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რის გამოც მერიის მაღალჩინოსნები ხელფასთან ერთად დანამატს იღებენ და აღნიშნა, რომ აუცილებელია კვალიფიციურ კადრებს სათანადო შემოსავალი ჰქონდეთ, რომ საჯარო სექტორმა კერძო სექტორთან კონკურენცია შესძლოს. "დანამატების სისტემა თბილისის მერიაში არსებობდა და იყო შემთხვევები, როცა დანამატი შრომითი ანაზღაურების ერთმაგ ოდენობაზე მეტიც კი იყო. ჩვენ მხოლოდ მცირედი კორექტირება გავაკეთეთ ამის და წლის ბოლომდე დავტოვეთ ისეთი ფორმით, როგორიც იყო, ანუ არსებითად არ შეგვიცვლია. თუმცა, ამავდროულად ჩემი მხრიდან დაევალა შესაბამის სამსახურებს ახალი წესი მოვამზადოთ შრომის ანაზღაურებასა და დანამატებთან დაკავშირებით და იმ მავნე პრაქტიკას, რაც არსებობს, დაესვას წერტილი. ჩემთვის გაუგებარია რატომ ატყდა აჟიოტაჟი. ძალიან მნიშვნელოვანია კვალიფიციურ ადამიანებს, რომლებიც მართლა ზეგანაკვეთურად მუშაობენ, ჰქონდეთ შესაბამისი მოტივაცია. ადამიანებმა, რომლებიც თანამდებობაზე ინიშნებოდნენ, იცოდნენ, რომ იქნებოდა ხელფასი და იქნებოდა დანამატი. ჩვენს მიერ აღებული ხელფასისა და დანამატის ჯამური მოცულობა გაცილებით უფრო ნაკლებია, ვიდრე იგივე კვალიფიკაციის ადამიანები კერძო ან სხვა სექტორში იღებენ. კვალიფიციური ადამიანების შენარჩუნებას სჭირდება მოტივაცია... ვაპირებთ, რომ დანამატს მომავალი წლის იანვრიდან დავარქვათ ხელფასი, ანუ ანაზღაურება მოხდება ხელფასის ფორმით", - განაცხადა ნარმანიამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.