„ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა ოთხი ტყვე საჯაროდ დასაჯეს. სიკვდილით, ბაღდადის მახლობლად მდებარე სოფელში, მებრძოლებმა ერაყელი ტელეოპერატორი, მისი ძმა და კიდევ ორი ადამიანი დასაჯეს.
ყველა მათგანი ექსტრემისტებმა გასულ კვირას, ქალაქ სამარადან გაიტაცეს. რადიკალმა ისლამისტებმა, ბოლო თვეებში ერაყისა და სირიის ტერიტორიის დიდი ნაწილი დაიკავეს.
ამ დროისათვის ისინი კონტროლის დამყარებას, თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქზე ცდილობენ, სადაც ამ დრომდე შვიდასამდე მშვიდობიანი მცხოვრებია ბლოკირებული.
გაერო-ს გენერალური მდივანი საერთაშორისო გაერთიანებას მოუწოდებს ყველაფერი გააკეთონ დაჯგუფების წინააღმდეგ საბრძოლველად.
მასალის გამოყენების პირობები