საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში შოტლანდიასთან სტუმრად ანგარიშით 1:0 დამარცხდა. შოტლანდიელებმა ქართველი ფეხბურთელის, აკაკი ხუბუტიას 28-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგეს.
საქართველომ შეხვედრა შემდეგი შემადგენლობით ჩაატარა: ლორია, ლობჟანიძე, ხუბუტია, კვერკველია, კვირკველია (ოქრიაშვილი), დაუშვილი, გრიგალავა, ყაზაიშვილი (ჭანტურია), კანკავა, გელაშვილი, პაპავა (ძარია).
შემდეგ შეხვედრას თემურ ქეცბაიას გუნდი გიბრალტართან, 14 ოქტომბერს გამართავს. ამ დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრებს 2 თამაშში 0 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლოს წინა ადგილზეა. ამავე ჯგუფში ირლანდიამ გიბრალტარს 7:0 სძლია, პოლონეთი გერმანია კი ერთმანეთს დღეს, 22:45 საათზე დაუპირისპირდებიან.
ამასთან, ირლანდიის ნაკრებთან დამარცხების შემდეგ თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ მისი გუნდი შოტლანდიასთან და გიბრალტართან დადებით შედეგს ვერ აჩვენებდა, მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს.
მასალის გამოყენების პირობები