ახლობლები რუსლან პერტაიას უდანაშაულოდ მიიჩნევენ და რამდენიმე თვეა ციხიდან მის გათავისუფლებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ, რომ საქმე ძიებაში მთავარ პროკურატურას უნდა გადაეცეს და პატიმარი ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ მოინახულოს.
პერტაიას ახლობლების თქმით, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პროტესტის კიდევ უფრო მძიმე ფორმებს მიმართავენ. მათივე განცხადებით, რუსლან პერტაია უდანაშაულოა და იგი ზუგდიდში პოლიციელებმა უკანონოდ სცემეს, საქმე კი დღემდე გამოუძიებელია.
მასალის გამოყენების პირობები