ახალი ამბები
ბარბარე რაფალიანცის დედის ინფორმაციით, გენინსპექციაში შვილის მკვლელობის აღიარებას სთხოვდნენ
თათია მექერიშვილის განცხადებით 2013 წლის ივლისში გენერალურ ინსპექციაში წაიყვანეს, სადაც ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა უთხრა, თუკი იტყოდა, რომ შვილი თავად მოკლა, 2-3 წელს მიუსჯიდნენ. "გიორგი მოდებაძემ სიცრუის დეტექტორზე შემოწმების შემდეგ, მთხოვა, ორთაჭალაში გავყოლოდი. ვკითხე, ჩემი მეუღლის წამოსვლის საჭიროება იყო თუ არა, მითხრა, რომ არა, რადგან მცირე დაკითხვა უნდა მომხდარიყო. მივედით გენინსპექციაში, სადაც მაღალი, თეთრთმიანი კაცი, გამომძიებლების უფროსი სახელად ვახტანგი შემხვდა. როდესაც ოთახში შევედით, დავინახე, რომ ჩამწერი ჩართო. მან მითხრა, მსგავს ფაქტებზე, როდესაც დედამ შვილი მოკლა ბევრი გვიმუშავია და თუკი იტყვი, რომ შენი შვილი შენ მოკალი, ეს ჩვენს შორის დარჩება და 2-3 წელს მოგისჯიანო. ცუდად გავხდი, აზრზე რომ მოვედი ვუთხარი, რომ ჩემი შვილი არ მომიკლავს. ამის შემდეგ, მან მითხრა, – კარგად დაფიქრდიო, თუ არადა რაც მოხდება თქვენს თავს დააბრალეთო", - განაცხადა თათია მექერიშვილმა. 2012 წლის 30 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნების წინა ღამეს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, 10 თვის ბარბარე რაფალიანცი ქვევრში დამხრჩვალი იპოვეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.