ახალი ამბები
უვადო პატიმრობაში მყოფ პირებს შესაძლოა შეწყალება შეეხოთ
შეწყალების კომისია და პრეზიდენტი უვადო მსჯავრდებულთა მიმართ ჰუმანურ დამოკიდებულებაზე იმსჯელებენ, - ამის შესახებ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე საუბრობს. მისი თქმით, უახლოეს დღეებში, პრეზიდენტის ინიციატივით, შედგება შეხვედრა, სადაც აღნიშნულ თემას განიხილავენ. "უახლოეს დღეებში, შევხვდებით პრეზიდენტს მისივე სურვილით. არის რამდენიმე საკითხი, რომელზეც ჩამოსაყალიბებელია პოზიცია. მათ შორის ერთ-ერთი სწორედ უვადო მსჯავრდებულთა თემაა. ჩვენ ბევრი უვადო პატიმარი გვყავს, მათ შორის სამი ქალი. გვინდა მეტი ჰუმანიზმი გამოვიჩინოთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, თუ არ იქნება მედიისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობა, გაგვიჭირდება ამის საზოგადოებისთვის სწორად მიწოდება", - განაცხადა ზვიად ქორიძემ. მისი თქმით, უვადო მსჯავრდებულთა თემა არის დამღა, რომელიც ჩვენს მართლმსაჯულების სისტემას ადევს. "ნურავის ექნება განცდა, რომ თუ 85 მსჯავრდებული დღეს უვადოდ იხდის სასჯელს ამით სრული საზოგადოებრივი სიმშვიდეა ქვეყანაში. ამ ადამიანებს სახელმწიფო ეუბნება განწირული ხარ სამუდამო უიმედობისთვისო, ძალიან გვინდა ამ თემაზე გაიმართოს დისკუსია, ოღონდ არა ისე, უი ეს რა ჩაიდინა მარგველაშვილმაო. ამ პროცესს უნდა მივუდგეთ არა ნიშნის მოგებით, თითქოს ეს ანგრევს საზოგადოებრივ წესრიგს, არამედ ვიფიქროთ იმაზე, რომ შეწყალებამ შეიძლება უფრო ჰუმანური გახადოს საზოგადოება. პატიმრებმა ნაწილობრივ მოიხადეს სასჯელი, პრეზიდენტმა კი, გადაწყვიტა მისცეს მათ შანსი, რათა დაიწყონ ნორმალური ცხოვრება. ამ კუთხით თუ შევხედავთ საკითხს, არანაირი კავშირი არ არის, პრეზიდენტის შეწყალებებსა და კრიმინალური სიტუაციის გართულებას შორის", - აცხადებს ზვიად ქორიძე.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 9 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.