წარდგენა უწყებაში 17:00 საათზეა დანიშნული. მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს კახა კახიშვილი დაიკავებს, რომელიც საჯარო სამსახურში არასამთავრობო სექტორიდან გადადის. კახიშვილი ამ დრომდე პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრს ხელმძღვანელობდა.
სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა გიგა გიორგაძეს ეკავა. პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგაძე უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა დევნილთა სამინისტროში გადაიყვანა.
მასალის გამოყენების პირობები