ახალი ამბები
ყოფილი სოდ-ის და კუდ-ის თანამშრომლები ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე დაიკითხნენ
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1995 წელს დაბადებული იოსებ გიორხელიძის გატაცების ფაქტთან დაკავშირებით , სოდ-ის და კუდ-ის თანამშრომლები დაკითხეს. შსს-ს ინფორმაციით, დაიკითხნენ: კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი - 1962 წელს დაბადებული დურმიშხან ღვაჩლიანი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი თანამშორომლები - 1977 წელს დაბადებული ჯემალ შონია, ასევე 1983 წელს დაბადებული ალექსანდრე ჭანტურია და 1978 წელს დაბადებული გიორგი ქალდანი. "საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გიორგი ქალდანმა მიუთითა ტყის მასივში ის ადგილი, სადაც ფული და იარაღი დააგდო. სამართალდამცველებმა ამოიღეს 289 100 აშშ დოლარი, 2 ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 6 მჭიდი, 228 ვაზნა, 4 ხელყუმბარა, 1 ხიშტ-დანა, 4 ნიღაბი და 4 წყვილი ხელთათმანი. სამართალდამცველებმა დურმიშხან ღვაჩლიანის პირადი ჩხრეკისას 900 დოლარი და მარიხუანა, ხოლო გიორგი ქალდანის პირადი ჩხრეკისას "ტე-ტე"-ს სისტემის პისტოლეტი ამოიღეს. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ჯემალ შონიამ მიუთითა ის შენობა, სადაც დაზარალებულს თავისუფლება აღუკვეთეს. კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილიდან მაყუჩიანი პისტოლეტი ამოიღეს", - აცხადებენ სამინისტროში. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მძევლად ხელში ჩაგდების, იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ვ" ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 8 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.