ებოლას ვირუსით გაერო-ს თანამშრომელი გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. დაინფიცირებული მამაკაცი ლაიფციგის კლინიკაში მკურნალობდა თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, დასავლეთ აფრიკაში ებოლას ვირუსს მარტიდან მოყოლებული ოთხი ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ყველაზე მეტი ადამიანი ლიბერიაში, სიერა ლეონეში და გვინეაში დაიღუპა.
ებოლას ვირუსი იწვევს ჰემორაგიულ ცხელებას, თავის ტკივილს და ზოგად სისუსტეს, ვითარდება დიარეა, ღებინება, გამონაყარი, ღვიძლთან და თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები. დაავადება ადამიანიდან ადამიანზე შეიძლება გავრცელდეს ორი გზით - ინფიცირებულ სისხლთან პირდაპირი კონტაქტისა და სისხლის კონტამინირებულ საგნებთან კონტაქტის გზით.
მასალის გამოყენების პირობები