ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის პრაღაში ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების პროექტი იქნება.
ზურაბ აბაშიძე პრაღაში უკვე გაემგზავრა. პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი გამოქვეყნებულ დოკუმენტს შემაშფოთებელს უწოდებს და აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე ქართულ მხარეს კითხვები გააჩნია, რაზეც მოსკოვის პოზიციას მოისმენს.
ზურაბ აბაშიძე ასევე რუსეთთან დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ეს საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებში შედის.
მასალის გამოყენების პირობები