საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გირგორი კარასინს პრაღაში დღეს შეხვდება.
ზურაბ აბაშიძემ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე აღნიშნა, რომ სხვა საკითხების გარდა, შეხვედრაზე გვერდს ვერ აუვლის რუსეთსა და აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" შეთანხმებას.
"რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან ვერანაირად ვერ ავუვლი გვერდს იმ დოკუმენტს, ე.წ. ახალ ხელშეკრულებას, რომელიც ახალ ურთიერთობებსა და ინტეგრაციულ პროცესებს ეხება. ჩვენი აზრით, თუკი ამ შეთანხმებას ხელი მოეწერება, ეს შეიტანს კიდევ ახალ დაძაბულობას რეგიონში, რეგიონულ უსაფრთხოებას დააზიანებს სამხრეთ კავკასიის რეგიონებში", - აღნიშნა აბაშიძემ.
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" შესახებ შეთანხმების პროექტს განიხილავენ. შეთანხმების პროექტი, რომელიც 6 თავისა და 25 მუხლისგან შედგება, "აფსნიპრესის" ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და გაერთიანებული ჯარების დაჯგუფების შექმნას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები