ახალი ამბები
სასამართლომ დათა ახალაიას 100 ათასი ევრო უკან დაუბრუნა
ამის შესახებ კუდ-ის ყოფილი უფროსის მეუღლე ანი ნადარეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს. "თბილისის ფორუმზე დიდი დისკუსია მიდის საბერძნეთის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. შეგნებულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომ დათა ახალაიას საბერძნეთის სასამართლომ დააკისრა 100 ათასი ევროს გადახდა, რაც არის მტკნარი სიცრუე!!! ხოლო ის 100 ათასი ევრო, რომელიც გირაოსთვის იყო შეტანილი, ათენის სასამართლომ დაუბრუნა შემომტანს უკან, ვინაიდან გირაოს პირობები დათა ახალაიას არ დაურღვევია და მთლიანი სასამართლო დავა დათა ახალაიას საქმეზე დამთავრდა! ასე, რომ ზღაპრის ბოლო კეთილია", - ამბობს ნადარეიშვილი. საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაიას საქართველოში ექსტრადიციაზე უარი თქვა. ანი ნადარეიშვილის ინფორმაციით, საბერძნეთში მყოფი ახლობლებისგან შეიტყო, რომ რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ, საბერძნეთის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ქართული მხარის მოთხოვნა, დათა ახალაიას ექსტრადიციაზე. კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია საბერძნეთში რამდენიმე თვის წინ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, იგი საბერძნეთიდან იტალიაში ყალბი საბუთებით გადასვლას ცდილობდა. ახალაიას გირაოს სახით 100 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა და თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 9 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.