ახალი ამბები
პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.
აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ სხდომა 28 ოქტომბერს, 15:00 საათზე გაიმართება. "15 ოქტომბერს მივმართე საქართველოს პარლამენტს რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ხელშეკრულების მოსალოდნელი შედეგების თაობაზე პოზიციის შესამუშავებლად. 17 ოქტომბერს პარლამენტმა მიიღო განცხადება "რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთის ანექსიის მცდელობის თაობაზე", რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციას, ხოლო ხსენებული ხელშეკრულება დამატებით საფრთხეს შეუქმნის რეგიონალურ სტაბილურობას. გაუარესებულ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციის მიზნით კოორდინირებული ნაბიჯების დასაგეგმად ვიწვევ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას ა.წ. 28 ოქტომბერს 15:00 საათზე", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. ამასთან, ქვეყნის პირველი პირი იზიარებს საქართველოს პარლამენტის პოზიციას, რომლის მიხედვითაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება პრიორიტეტულ თემად უნდა იქცეს საგარეო ურთიერთობების კონტექსტში როგორც ორმხრივი შეხვედრებისას, ისე საერთაშორისო ფორუმებზე უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობისას. "ამ პრიორიტეტს დავეყრდნობით საგარეო ურთიერთობებში ქვეყნის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში", - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 3 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.