ახალი ამბები
დღეს ბათუმში შტორმია მოსალოდნელი
ძლიერი წვიმის შედეგად ჩაქვში, მდინარე ყოროლისწყალი ადიდდა და ტერიტორია დატბორა. როგორც აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა თურმანიძემ განაცხადა, წყლის დიდმა ნაკადმა მახინჯაურში ავტომობილების გადაადგილებას პრობლემები შეუქმნა, ხოლო ბათუმში აჭარელის ქუჩაზე, ძლიერმა ქარმა სახლი დაანგრია. მისივე განმარტებით, ნგრევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა, რადგან წინა სტიქიის დროს ოჯახი უსაფრთხო ადგილზე გადავიდა. "ზღვაში 3 ბალიანი შტორმი დაფიქსირდა, საღამოს 4 ბალამდე შტორმი იქნება. ძლიერი წვიმა იყო ქედაში, შუახევსა და ხულოში. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომში ძლიერი წვიმის შედეგად ერთი სახლი დაიტბორა. ჩაქვში მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და დაიტბორა ტერიტორია. მახინჯაურში ძლიერი წვიმის შედეგად ნალექი დაგროვდა და წყალში ჩარჩენილი 15 ავტომობილი სამაშველო სამსახურმა გამოიყვანა. აჭარელის ქუჩაზე ძლიერი ქარის შედეგად სახლი დაინგრა. სტიქიის შედეგად საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის", - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ. ბათუმში მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / მაისი 2024
სენაკში, ქალაქის ერთ - ერთ ქუჩაზე გუშინ ღამით მკვლელობა მოხდა.
19 / მაისი 2024
ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა.
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.