საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. 28+1 ფორმატის სხდომაზე ქართული მხარე მოკავშირეებთან ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაცის გეგმას განიხილავს. გეგმა საქართველოს თავდაცის სამინისტრომ ნატო-ს საერთაშორისო სამსახურთან ერთად შეიმუშავა.
ქართულ დელეგაციას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი გიორგი კბილცეცხლაშვილი და თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები