ესპანეთის ხელისუფლებამ მედდის ტერეზა რომეროს, აფრიკის საზღვრებს გარეთ დაავადებული პირველი ადამიანის, ტესტების უარყოფითი შედეგების შესახებ გააკეთა განცხადება.
მიღებული შედეგების თანახმად, ვარაუდობენ, რომ 44 წლის რომერო უკვე არ არის ებოლას ვირუსით ინფიცირებული.
ანალიზი უნდა განმეორდეს და უარყოფითი შედეგების მიღების შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ ქალი სრულებით განიკურნა.
სასიკვდილო ვირუსი დაძლია კიდევ ერთმა ექთანმა. ის ბრიტანელია და გამოჯანმრთელებისთანავე აფრიკაში დაბრუნდა. უილიამ პული აფრიკელ ექიმებს დაავადებული პაციენტების მკურნალობაში დაეხმარება. თავად ექთანს ექსპერიმენტული წამლით მკურნალობდნენ.
მასალის გამოყენების პირობები