ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღეს, 11:00 საათისთვის გამოაცხადებს.
მოსამართლემ გუშინ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ჭიაბერაშვილის დაცვა ევროსაბჭოს რეზოლუციის მტკიცებულებად მიღებას ითხოვდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მერაბიშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის საქმეს განიხილავენ, რომელიც კვარიათის აგარაკის საკითხსა და დასაქმების პროგრამაში აღმოჩენილ დარღვევებს უკავშირდება.
მასალის გამოყენების პირობები