ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება
საბედნიეროდ, სამართალმა იზეიმა და სასამართლომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რითაც ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. პრემიერის განცხადებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ წინა ხელისუფლების დროს საქმე გვქონდა მკვლელობებთან, წამებასთან, ადამიანების ტანჯვასთან, გაუპატიურებასთან. "გუშინ საქართველოს საზოგადოებამ იხილა სასამართლოს გადაწყვეტილებები ძალიან მძიმე საკითხთან დაკავშირებით, ეს იყო ნავთლუღის გახმაურებული საქმე, რომელსაც მოჰყვა სამი უდანაშაულო ახალგაზრდის ჩაცხრილვა. ეს იყო სისასტიკე, რომელიც გამოვლინდა იმდროინდელი ხელისუფლების მხრიდან. საბედნიეროდ, სამართალმა იზეიმა და სასამართლომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ წინა ხელისუფლების დროს საქმე გვქონდა მკვლელობებთან, წამებასთან, ადამიანების ტანჯვასთან, გაუპატიურებასთან და ა.შ. მინდა, შევახსენო იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად სტრესს და ქაოსს თესენ საზოგადოებაში - ხალხმა ძალიან კარგად დაინახა, რომ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული დანაშაულებრივი რეჟიმი და სისტემა, რომელიც ებრძოდა საკუთარ მოქალაქეებს და ქვეყანას ანგრევდა, წარსულს ჩაბარდა. ახლა არის დრო, გავარკვიოთ, თუ ეს პოლიტიკოსები, რომლებიც აცხადებენ, რომ არიან ჩვენი ოპონენტები, რჩებიან მწამებლებისა და მკვლელების დამცველებად, ეს მათი არჩევანია. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, განვაცხადოთ, რომ ასეთი ტიპის ოპონენტებთან საქმე არ გვექნება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 8 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 0 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.