ოფიციალური პროგრამის მიხედვით , საქართველოს პირველი პირი ქვედა პალატის სპიკერ ბუნმეი იბუკისთან გამართავს შეხვედრას. შემდეგ გიორგი მარგველაშვილი სასტუმროში დაბრუნება და ჯერ კორპორაცია "მარუბენის" თავმჯდომარე ტერო ასადასთან გამართავს შეხვედრას, შემდეგ კი - ბიზნეს ორგანიზაცია Keizal Doyukai-ის წარმომადგენლებთან.
დღის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტი რამდენიმე იაპონურ მედიასაშუალებას ინტერვიუს მისცემს.
პრეზიდენტის შეხვედრების პარალელურად, დღეს საკუთარი პროგრამა ექნება პირველ ლედისაც. მაკა ჩიჩუა იაპონურ სამოსს, კიმონოს გაეცნობა და იკებანაში – ყვავილების მორთვაში მიიღებს მონაწილეობას.
მასალის გამოყენების პირობები