ამის შესახებ ოფიციალურ ნოტაშია ნათქვამი, რომელიც ქართულმა მხარემ ბელგიის საგარეო უწყებას გაუგზავნა.
პრეზიდენტის ვიზიტის გადადების მიზეზი უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაა, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა 28 ოქტომბერს დანიშნა.
სხდომაზე რუსეთ-საქართველოს შორის გამწვავებულ ურთიერთობაზე უნდა იმსჯლეონ. განხილვის თემა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების პროექტი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები