აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით,აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოებრივი აზრის" ინიციატივითა და დახმარებით ოც დევნილ მოზარდს საჩუქრად ინვალიდის ეტლი გადაეცემა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდები, ავსტრიული წარმოების მექანიკურ ეტლებს საქველმოქმედო ფონდების ,,სიცოცხლის ხის" და ,,ქვიშის საათის" მხარდაჭერით მიიღებენ.
ორგანიზაცია ,,საზოგადოებრივი აზრის" მხარდაჭერით, ინვალიდის ეტლები საქართველოს მასშტაბით მყოფ 30-მდე დევნილ შეზღუდული შესაძლებლობის პირს ეტაპობრივად დაურიგდება.
მასალის გამოყენების პირობები