ახალი ამბები
დავით ბაქრაძე - 15 ნოემბერს აქციაზე ვაჩვენოთ, რომ ქართველები ქვეყანას ვიცავთ
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე ყველა დაინტერესებულ ძალას აფხაზეთის დე იურე ანექსიისგან დასაცავად გაერთიანებისკენ მოუწოდებს. როგორც დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის მცდელობა მიმდინარეობს, რომელიც 1992 წელს კონფლიქტითა და ეთნიკური წმენდით დაიწყო და 2008 წელს აფხაზეთის ოკუპაციით გაგრძელდა, დღეს კი უკვე სიმშვიდეში მიმდინარეობს აფხაზეთის სამართლებრივი ანექსირების გზით ამ ყველაფრის საბოლოდ დასრულება. ბაქრაძემ მოუწოდა ყველა პოლიტიკურ ძალას, საზოგადოებრივ ორგანიზაციას, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად დადგნენ 15 ნოემბერს აქციაზე და აჩვენონ, რომ ქართველები ქვეყანას იცავენ. მისივე თქმით, მანამდე კონსულტაციებს გამართავენ აქციაში მონაწილეობის მსურველ ძალებთან. ბაქრაძემ იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში საკმაოდ არიან პატრიოტები, ვისთვისაც ქვეყნის დაცვა ყველა სხვა ღირებულებეზე მაღლა დგას. "დღეს ქართული სახელმწიფოსთვის, ქართველი ხალხისთვის დიდი გამოწვევაა. ყველამ ერთად მივაწვდინოთ ხმა მსოფლიოს, ჩვენ არასდროს შევეგუებით აფხაზეთის ანექსიას, ჩვენ არასდროს შევეგუებით საქართველოდან მისი ძირძველი ნაწილების ჩამოჭრას. სწორედ ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად გადავწყვიტეთ გავაკეთოთ აქცია 15 ნოემბერს და მივაწვდინოთ ხმა საქართველოში, საქართველოს გარეთაც და მთელს მსოფლიოშიც, რათა ყველამ დაინახოს ქართული საზოგადოება არ დაუშვებს საქართველოს და მისი კუთხეების ანექსიას. მე მივმართავ ყველა იმ პოლიტიკურ ძალს, რომელიც ხედავს საქართველოს ევროპულ მომავალს, რომელიც აღიარებს, რომ რუსეთი არის ჩვენი მწარე წარსული, ხოლო საქართველოს მომავალი არის ევროპული ქვეყანა, სადაც ქართველები და აფხაზები ერთად ცხოვრობენ. მივმართავ ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ფიქრობს, რომ დღევანდელ სიტუაციაში ხელების ჩამოყრა და კაპიტულანტობა ნიშნავს საქართველოს ინტერესების ღალატს. ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შეუძლია ასეთ კრიტიკულ ვითარებაში პოლიტიკურ უთანხმოებებზე ზემოთ დააყენოს ქვეყნის ეროვნული ინტერესი და საზოგადოების მთლიანობა", _ განაცხადა დავით ბაქრაძემ. "ნაციონალური მოძრაობა" 15 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციას გამართავს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.