ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილს მიაჩნია, რომ საქართველო დააპრივატა
ბიძინა ივანიშვილმა გააუქმა საარჩევნო სისტემა, მას მიაჩნია, რომ საქართველო დააპრივატა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "კურიერთან" საუბრის დროს განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის ძიძგილაობა საქართველოს იმიჯზე ცუდად მოქმედებს. "შუააზიელ ლიდერი შემხვდა ცოტა ხნის წინ და მითხრა რუსული სიტყვა "პასმესიშჩე" გახდა საქართველოო, ახლა ყველა დაგცინოთო. ერთ-ერთ თემად მოიტანა "საბავშვო თამაშები" პრეზიდენტს და პრემიერს, შუშის კოლბაში მჯდომ კანონიერ ქურდის ტიპის მმართველს შორის. რეალურად ეს ყველაფერი ჩვენ გვგონია, რომ არის პატარა ბავშვის თამაშები, მაგრამ ამ ყველაფერს აქვს ფასი და სანამ ესენი ერთმანეთს ეძიძგილავებიან, სახლს ხანძარი აქვს წაკიდებული. ეს სახლი რომ ჩამოინგრევა, ყველას დაენგრევა თავზე", - განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, საქართველოს სტაბილურობისთვის სჭირდება ნდობა. "ამ პოლიტიკური გუნდის მიმართ ქართველი ხალხს ნდობა განელდა. ივანიშვილმა გააუქმა საარჩევნო სისტემა მას მიაჩნია, რომ საქართველო დააპრივატა და იქ ზის თავისთვის. ვფქირობ, რომ ისეთი სიტუაციაა, რომ კლასიკური თამაშის წესებით ვერავინ ვერაფერს გააკეთეს, ეს არის მცდელობა პროვინციული დიქტატურის დამყარების. ამ რეალობაში თითოეული პოლიტიკური პარტია და პოლიტიკოსი ხალხს უნდა დაუდგეს გვერდით. რწმენა არის მთავარი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა იმსახურებს უფრო მეტს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.