ახალი ამბები
უკრაინაში 26 ოქტომბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება
უკრაინული მედიის ცნობით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, წლევანდელი არჩევნებიც შერეული სისტემით ჩატარდება - დეპუტატების ერთ ნაწილს პარტიული სიით აირჩევენ, ნაწილს კი - მაჟორიტარული წესით. "დროებით ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსის შესახებ" კანონის თანახმად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში არჩევნები არ გაიმართება. უკრაინული მედიის ცნობით, ამის გამო ქვეყნის უმაღლეს რადაში ნაცვლად 225 მაჟორიტარისა, სავარაუდოდ, 198 დეპუტატს აირჩევენ. აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება დონეცკის ოლქის ცხრა და ლუგანსკის ექვს ოლქში. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სულ არჩეული უნდა იქნას 450 სახალხო დეპუტატი, ამათგან 225 პარტიული სიით. არჩევნებში მონაწილეობას 29 პარტია მიიღებს. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ევროპარლამენტის 27 დამკვირვებელი დააკვირდება. სოციოლოგების პროგნოზით, საპარლამენტო მარათონის უპირობო ლიდერი "პეტრო პოროშენკოს ბლოკია". წინასწარი პროგნოზით, რადაში მოხვედრის შანსი კიდევ 5 პარტიას აქვს - იულია ტიმოშენკოს "ბატკივშინა", ოლეგ ლეშკოს "რადიკალური პარტია", არსენი იაცენუკი "სახალხო ფრონტი", "ძლიერი უკრაინა" და "ოპოზიციური ბლოკი".
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 9 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.