ახალი ამბები
უკრაინის ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ვადამდელ არჩევნებში არსენ იაცენუკის პარტია დაწინაურდა
უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, უმაღლესი რადას ვადამდელ არჩევნებში არსენ იაცენუკის პარტია "სახალხო ფრონტი" 21,69%-ით დაწინაურდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 7 საათისთვის ხმების 20,15%-ია დათვლილი. უკრაინის ცესკოს ინფორმაციით, "სახალხო ფრონტს" მცირედით ჩამორჩება ქვეყნის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ბლოკი - 21,63%-ით, არჩევნებში მონაწილეთა ხმების 10,55% აქვს პარტია "სამოპომოჩს", ოპოზიციურ ბლოკს - 9,62%, "რადიკალურ პარტიას" - 7,64%, პარტია "ბატკივშჩინას" - 5,87%, "სვობოდას" - 4,59%, "კომუნისტურ პარტიას" - 3,90%, "ძლიერ უკრაინას" - 3,13%, "სამოქალაქო პოზიციას" - 3,12%, "მემარჯვენე სექტორს" - 1,79%. უკრაინული მედიის ცნობით, ეგზიტპოლის მონაცემებით, არჩევნებში პეტრო პოროშენკოს ბლოკი ლიდერობს - 23%-ით, "სახალხო ფრონტს" კი არჩევნებში მონაწილეთა 21,3%-მა დაუჭირა მხარი. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 52,42% შეადგინა. უკრაინაში ჩატარებული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია 10 ნოემბერს გამოაცხადებს. უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გუშინ გაიმართა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 9 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.