დღეს, 09.30 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ გაიმართება საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი „საქართველო - რეგიონული ცენტრი და აზიის კარი ევროპაში.“ ფორუმს გახსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის ორგანიოზატორები არიან აზიის განვითარების ბანკი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 300-მდე დელეგატი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. საერთაშორისო ინვესტორები გაეცნობიან საქართველოს საინვესტიციო გარემოს, ბიზნესის დაწყებისა და განვითარების შესაძლებლობებს, მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს და საქართველოს მთავრობის სტრატეგიას, შეხვდებიან საქართველოს მთავრობისა და ქართული კომპანიების წარმომადგენლებს; დაგეგმილია საკმაოდ მრავალრიცხოვანი B2B შეხვედრები. ფორუმი ორდღიანია და 30 ოქტომბერს დასრულდება.
ფორუმს ასევე ესწრებიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს სამთავრობო უწყებებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები