ადვოკატ ლევან სამუშიას განმარტებით, პროკურატურამ დაცვის მხარის უფლებები დაარღვია, რადგან მათ მასალები გასაცნობად არ გადასცა. სამუშიას ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ.
თავდაცვის უწყების დაკავებულ ხუთივე თანამშრომელს თავდებში მინისტრის ოთხი მოადგილე და გენშტაბის უფროსის ორი მოადგილე ჩაუდგა.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები ორი დღის წინ დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.
მასალის გამოყენების პირობები