მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივაზე იმსჯელეს.
გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ამერიკა-საქართველოს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის ფარგლებში თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის მნიშვნელობას. მისი განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობა ორივე ქვეყანას მოუტანს სარგებელს. საუბარი შეეხო ამერიკიდან პირდაპირი ინვესტიციების გაზრდის აუცილებლობასაც.
ქვეყნის პირველმა პირმა ასევე ისაუბრა იმ პროგრესზე, რომელიც ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის თვალსაზრისით შეინიშნება.
როგორც მხარეებმა აღნიშნეს, საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით რეგიონის მასშტაბით და განაცხადეს, რომ ქვეყანას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროპა-აზიის დამაკავშირებელი რგოლის თვალსაზრისითაც.
მასალის გამოყენების პირობები