ახალი ამბები
ირაკლი ალასანია - ჩვენი ბიჭების უდანაშაულობაში ბოლომდე ვარ დარწმუნებული
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ დაკავებულთა საქმის მასალებს გაეცნო და თავდაცვის უწყების თანამშრომლების უდანაშაულობაში კიდევ ერთხელ დარწმუნდა. "გავეცანი იმ მასალებს, რაც ჩვენ გაგვაჩნია და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად ბოლომდე ვარ დარწმუნებული ჩვენი ბიჭების უდანაშაულობაში", - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა. მისი განმარტებით, დღეს პრემიერ-მინისტრს გააცნობს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრებებსა და მასალებს, რის საფუძველზეც დაკავებულებს უდანაშაულოდ მიიჩნევს. "ამ დღეებში ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გავაკეთე არის ის, რომ შევხვდი დაკავებულების ოჯახის წევრებს და ისინი მტკიცედ დგანან. ჩავხედე საქმეს, მასალებს, რაც ჩვენ გაგვაჩნია და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ, აბსოლუტურად ბოლომდე ვარ დარწმუნებული ჩვენი ბიჭების უდანაშაულობაში. რაც შეეხება კითხვებს, ჩვენ ამაზე საუბარი გვქონდა პრემიერთან. დღესაც მე გადავცემ პრემიერს ჩვენს მოსაზრებებს და მასალებს, რითაც დასტურდება, რომ ეს ადამიანები უდანაშაულოები არიან, თუმცა სასამართლომ და გამოძიებამ თავისი სიტყვა უნდა თქვას", - განაცხადა ალასანიამ. მინისტრი იმედოვნებს, რომ უახლოეს საათებში საქმეს გრიფით "საიდუმლოც" მოეხსნება. ამასთან, ალასანიას განმარტებით, მომხდარის მიუხედავად ყველა რეფორმა, რომელიც ევროატლანტიკურ სივრცესთან ჩვენს ქვეყანას ყველაზე უფრო კრავს, გრძელდება. '"რეფორმები ხორციელდება და არ გაჩერდება. კიდევ უფრო დიდი ტემპებით წავალთ წინ", - განმარტა ალასანიამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
05 / მაისი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.