ედუარდ მანეს "პარიზელი ქალის პორტრეტი" კრისტის აუქციონზე 40 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. ფრანგი იმპრესიონისტის მიერ შესრულებულ სხვა ნამუშევრების ფასთან შედარებით, ეს ნახატი ყველაზე ძვირად გაიყიდა.
მანეს ტილოზე დახატულია ფრანგი მსახიობი ქალი ჟანა დემარსი, მოჩითულ კაბასა და ქუდში. მანეს ტილო ლოს ანჟელესის ჟან-პოლ გეტის მუზეუმმა შეიძინა. ის წლის ბოლომდე გამოიფინება.
"ფრანგი მსახიობი ქალი" მანემ 1881 წელს დახატა. ის წარმოადგენს გაზაფხული-შემოდგომის სერიის 4 ნამუშევრიდან ერთ-ერთს. მისი საწყისი ღირებულება 21,9 მილიონი ფუნტი სტერლინგი იყო.
კრისტის აუქციონზე გასაყიდად ასევე გამოტანილი იყო შვეიცარიელი სიურიალისტი მხატვრის ალბერტოჯიაკომეტისა და ფრანგი კუბისტი მხატვრის ფერნანდ ლეგერის ნამუშევრები.
მასალის გამოყენების პირობები