ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან ეფექტურად მუშაობს.
ივანიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კრიმინალის ზრდა არ მომხდარა და აღნიშნულზე აპელირების საფუძველი არ არსებობს. "შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან ეფექტურად მუშაობს. კრიმინალის ზრდაზე ვერ ერთი ფაქტი ვერ მოიყვანეს. არავითარი საფუძველი არ არსებობს. კრიმინალის ზრდა არ მომხდარა, თუმცა ამის საფუძველი იყო. არა ის, რომ პოლიტპატიმრები გამოუშვეს – ამას შეეძლო კრიმინალის დროებითი ზრდა გამოეწვია ახლოპერიოდში, არამედ სხვა რამ მინდა ვთქვა – ყველამ იცის "ნაციონალური მოძრაობის" დროს ციხეებში რაც ხდებოდა, კლავდნენ და აწამებდნენ და ამის ამსახველ კადრებს თვითონ ავრცელებდნენ შეგნებულად, რომ კრიმინალი შეემცირებინათ – კრიმინალს ებრძოდნენ ამ მეთოდით: შეხვალ ციხეში შეიძლება ვეღარ გამოხვიდე. დღევანდელი სიტუაცია არის დიამეტრულად საპირისპირო. დღეს ციხეებში ჰეპატიტსაც კი მკურნალობენ, ანუ კრიმინალს შიში დაეკარგა ციხეში წასვლის. წესით ამან უნდა გამოიწვიოს კრიმინალის ზრდა, თუმცა პოლიცია ძალიან ეფექტურია, რომ ეს არ ხდება. ასეთ პოლიციას ნუ ებრძვიან", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
01 / მაისი 2024
ზუგდიდის საკრებულოს წევრი, ფრაქცია “ახალის” თავმჯდომარე მაია კალანდია და “დროას” აქტივისტი მარიამ სიჭინავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
01 / მაისი 2024
თბილისში მიმდინარე აქციაზე, პოლიციამ ზუგდიდელი აქტივისტი, როსტომ ზარანდია დააკავა.
01 / მაისი 2024
ზუგდიდის მერიის წინ მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანებიან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.