უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე საექსპორტო დინამიკა მზარდია. თბილისში მოქმედი სუპერმარკეტების ნაწილის ინფორმაციით, უკრაინული საკონდიტრო ნაწარმისა და ტკბილეულის სახეობები გაზრდილია. მათივე ცნობით, მოიმატა უკრაინული გაყინული ხორცისა და ნახევრაფაბრიკატების ექსპორტმაც.
ანალოგიურ მონაცემებს აქვეყნებს უკრაინული მედია. ადგილობრივი პრესის ცნობით, უკრაინული ქათმის ხორცის ექსპორტი საქართველოში 53%-ით გაიზარდა.
საქართველო საექსპორტო ქვეყნების ექვსეულში მოხვდა - ერაყის, უზბეკეთის, ყაზახეთის, მოლდოვასა და ნიდერლანდების შემდეგ.
ჯამში, 2014 წლის ბოლო მონაცემებით, უკრაინული ქათმის ხორცის ექსპორტმა 123,5 ტონა შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები