ახალი ამბები
საგამოძიებო სამსახური მასშტაბური დანაშაულებრივი სქემის გამოვლენის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამოძიების შედეგად, გამოვლენილია მასშტაბური დანაშაულებრივი სქემა და გაშიფრულია ათეულობით იურიდული პირი, რომელთა უკანონო ქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. კერძოდ, გამოძიების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ დაფუძნდა არაერთი შპს, რომელთა სახელით ქვეყნის ტერიტორიაზე შემოტანილია 22 513 059 ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის პროდუქცია. "ბრალდებულებმა განიზრახეს საბაჟო გადასახადისათვის დაწესებული 5 დღიანი საშეღავათო პერიოდის ბოროტად გამოყენება, პროდუქციის განბაჟების შემდეგ თავი აარიდეს იმპორტის დროს გათვალისწინებულ გადასახადებს, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა განსაკუთრებით დიდი ოდენობის, 4 052 351 ლარის ზიანი. ამ ეტაპზე, აღნიშნული დანაშაულის ფაქტზე დაკავებულია ხუთი მოქალაქე. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების დადგენა იდენტიფიცირების მიზნით. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6 წლამდე ვადით",-აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილი მდინარეში გადავარდნილი სამი ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
05 / მაისი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.