ახალი ამბები
ზოგიერთი დასახელების სიგარეტზე ფასი გაძვირდა
ფასის ზრდა შეეხო "მალბოროს", L&M-ს, "ესეს", "ბონდს" და "ომეგას" ქსელის სხვა სიგარეტებს. კერძოდ, სვაჭრო ობიექტებზე განმარტავენ, რომ "მალბოროს" ფასმა 30 თეთრით მოიმატა, L&M 40 თეთრით გაძვირდა, მთლიანობაში კი ფასმა 20-დან 40-თეთრამდე მოიმატა. სხვა დასახელების სიგარეტებზე ფასი არ გაძვირებულა. აღსანიშნავია, რომ სიგარეტის ფასმა იქამდე მოიმატა, სანამ თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადი გაძვირდებოდა. 2015 წლის 1-ელი იანვრიდან თამბაქოს ნაწარმზე, ასევე ალაოს ლუდზე, ეთილის სპირტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთი იზრდება. მომავალი წლის პირველი ივნისიდან კი ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე გადასახადის ე.წ. შერეული სისტემა შემოდის. თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადი განისაზღვრება როგორც რაოდენობისა და წონის, ასევე საცალო-სარეალიზაციო ფასის მიხედვით. გარდა ამისა, იცვლება აქციზის გადასახადის წესი. ამ ყველაფერს საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც განსახილველად პარლამენტს უკვე წარედგინა. პროექტის მიხედვით, ცვლილებას განიცდის ალაოს ლუდის, ეთილის სპირტის და ალკოჰოლური სასმელების აქციზის განაკვეთი, რომლის მოცულობაც არსებულთან შეარებით ორჯერ იზრდება. რაც შეეხება თამბაქოს ნაწარმს, 2015 წლის 1-ელი იანვრიდან ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის განაკვეთი იზრდება 0.15, ლარის ოდენობით; უფილტრო სიგარეტზე, 20 ღერზე – 0.05 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, 2015 წლის პირველი ივლისიდან აქციზის გადასახადის "შერეული სისტემა" შემოდის. წარმოდგენილი მექანიზმის მიხედვით, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისათვის აქციზის განაკვეთი იქნება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული აქციზის განაკვეთის და ამ საქონლის საცალო-სარეალიზაციო ფასის 5%-ის ჯამში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / აპრილი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ ზუგდიდში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო განხილვისას სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ მისთვის როგორც
26 / აპრილი 2024
ზუგდიდის საკრებულოს "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა თაზო ფაცაციამ ანტი-ლგბტ კანონპროექტის განხილვაზე თქვა, რომ აუცილებელია "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის
26 / აპრილი 2024
ზუგდიდში "ქართული ოცნების" მიერ ლგბტ პროპაგანდის კანონპროექტის განხილვისას აქტივისტის ცაბუნია ვართაგავას მიერ დასმულმა შეკითხვამ და კომენტარმა იქ შეკრებილ საზოგადოებაში ხმაური გამოიწვია. მათ ვართაგავას მიმართა
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.