ახალი ამბები
პრეზიდენტმა ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო
გიორგი მარგველაშვილმა მოსმენების შესახებ კანონპროექტს კვლავ ვეტო დაადო. გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი გადაწყვეტილება საერთაშორისო პრინციპებით ახსნა. მისი თქმით, არ არის ბალანსი დაცული. საქართველოს პრეზიდენტი ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონს არ ეთანხმება. თუმცა, კანონის მიღების პროცესით კმაყოფილია, რადგან ეს პროცესი დემოკრატიულად წარიმართა. პრეზიდენტმა პარლამენტს უკვე შესთავაზა კანონის ახალი პროექტი და ის დღის განმავლობაში საკანონდებლო ორგანოს გადაეგზავნება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული კანონის პროექტის თანახმად, გასაღები კვლავ ორია. თუმცა, ერთი სასამართლოს, მეორე კი პერსონალური დაცვის ინსპექტორს გადაეცემა. გიორგი მარგველაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი მის კანონპროექტს მოიწონებს და მხარს დაუჭერს. „კმაყოფილივარ იმ პროცესით, რომლითაც კანონის მიღება მოხდა. აქ იყო აქტიური ჩართულობა და ეს პროცესი იყო ქართული დემოკრატია. ყველა მხარე ცდილობდა, წვლილი შეეტანა ამ მოლაპარაკებების პროცესში. სამწუხაროდ, ვერ მივიღეთ სწორი ბალანსი დაცულობასა და ადამიანის უფლების დაცვას შორის. პარლამენტს ვთავაზობთ ახალ ვარიანტს, სადაც ფუქნციური გადანაწილება იქნება დაცული,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
02 / მაისი 2024
სააღდგომო უქმეებთან დაკავშირებით, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი 3,4 და 5 მაისს დამთვალიერებელთათვის დაიხურება.
02 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" გაიმართება.
02 / მაისი 2024
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.