ჩხენკელმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღო.
"გიდასტურებთ, რომ აკაკი ჩხენკელმა დატოვა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე. პრემიერ-მინისტრმა მისი თხოვნა უკვე დააკმაყოფილა. კონკრეტული მიზეზი განცხადებაში მითითებული არ ყოფილა", - განმარტეს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.
მათივე ინფორმაციით, ვინ შეცვლის აკაკი ჩხენკელს, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად აკაკი ჩხენკელი 2013 წლის დეკემბერში დანიშნა.
მასალის გამოყენების პირობები