სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსად ანზორ ჩუბინიძე დაინიშნა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი შს მინისტრის მოადგილე იქნება.
ანზორ ჩუბინიძე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროსაც ხელმძღვანელობდა.
მასალის გამოყენების პირობები