ლარი დოლართან მიმართებაში ერთ დღეში 6 პუნქტით გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ახალი გაცვლითი კურსის მიხედვით, 18 დეკემბრიდან 1 დოლარის შეძენა 1,91 ლარად იქნება შესაძლებელი.
ბანკთა შორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ 16 დეკემბერს დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა 1.85-ს შეადგენდა.
სავალუტო ჯიხურებში დოლარის შეძენა კიდევ უფრო ძვირი ღირს.
მასალის გამოყენების პირობები