დანიის სამეფოს პარლამენტში (Folketinget) დღეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება იგეგმება.
პროცედურების თანახმად, დღის მეორე ნახევარში დანიის პარლამენტში საკითხის განხილვაა დაგეგმილი, რომლის დროსაც გაიმართება დანიის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების გამოსვლები. ამის შემდეგ კი, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე ხმის მიცემის პროცედურა გაიმართება.
პარლამენტში დღევანდელ კენჭისყრას დაესწრება დანიის სამეფოში საქართველოს ელჩი ნიკოლოზ რთველიაშვილი. რატიფიკაციის დასრულების შემდეგ იგეგმება ელჩის არაფორმალური შეხვედრები დანიელ პარლამენტარებთან.
მასალის გამოყენების პირობები