ახალი ამბები
"ფორბსის" რეიტინგში საქართველო 47-ე ადგილზეა
ამერიკულმა ჟურნალმა "ფორბსმა" ბიზნესის წარმოებისთვის საუკეთესო ქვეყნების ახალი სია წარმოადგინა. სულ რეიტინგში 149 ქვეყანა შევიდა. შეფასებაც რამდენიმე პარამეტრით ხდებოდა, მათ შორისაა: მოქალაქეების პირადი თავისუფლების დონე, კერძო საკუთრებისა და ინვესტიციების დაცულობის მაჩვენებელი, ტექნოლოგიების განვითარების დონე, ინოვაციების დანერგვის ხარისხი, სახელმწიფოს მიერ ბიზნესზე გავლენა, საგადასახადო ტვირთი და სააქციო ბაზრის მდგომარეობა. ბპნ.გე-ს ინფორმაციით, აღნიშნულ სიაში საქართველომ 47-ე ადგილი დაიკავა, თურქეთმა - 50, სომხეთმა- 56, აზრბაიჯანმა- 60, უკრაინა -88, ხოლო რუსეთი 91-ე ადგილზე, ელ სალვადორსა და მადაგასკარს შორის განთავსდა. ბიზნესის წარმოებისთვის "ფორბსის" რეიტინგში საუკეთესო ოცეული ასეთია: დანია, ჰონგ-კონგი, ახალი ზელანდია, ირლანდია, შვედეთი, კანადა, ნორვეგია, სინგაპური, შვეიცარია, ფინეთი, ჰოლანდია, ბელგია, გაერთიანებული სამეფო, სლოვენია, ისლანდია, ავსტრია, ტაივანი, აშშ, ლუქსემბურგი და გერმანია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
11 / მაისი 2024
ზუგდიდიდან წასული მოქალაქეები თბილისში, ევროპის მოედანზე მიმდინარე მასშტაბურ აქციას შეურთდნენ.
11 / მაისი 2024
ქართველი ემიგრანტები, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობენ და მუშაობენ, სოლიდარობას უცხადებენ მოქალაქეებს, რომლებიც „აგენტების“ შესახებ კანონს აპროტესტებენ.
11 / მაისი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 მაისიდან - 14 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.