ახალი ამბები
დღეს ნიკოლოზობაა
19 დეკემბერს წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღე აღინიშნება მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს ეკლესიის მფარველის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა გაიმართება. მცირე აზიაში, ლიკიის ქალაქ პატარში მცხოვრებ ღვთისმოშიშ ქრისტიანებს - თეოფანეს და ნონას ნანატრი შვილი შეეძინათ და მას ნიკოლოზი უწოდეს. ღმერთმა სიყრმიდანვე ამოირჩია თავისი მსახური და ნიშ-სასწაულებით განამხნევა. ამბობენ, ნათლობისას ჩვილი ნიკოლოზი სამი საათი იდგა ემბაზში. იმასაც ამბობენ, მხოლოდ მარჯვენა ძუძუდან ჭამდა რძეს და ამით თითქოს მიანიშნებდა, რომ უფლის მარჯვენით დაჯდებოდა. ოთხშაბათ-პარასკევს დღეში ერთხელ წოვდა ძუძუს, ისიც - საღამოს, მას შემდეგ, რაც მშობლები ჩვეულებისამებრ ილოცებდნენ ხოლმე. გამორჩეული იყო წმინდა ნიკოლოზის ყრმობაც და ჭაბუკობაც. ამა სოფლის ყოველგვარ საცთურს განეშორებოდა და მხოლოდ ღმერთზე ფიქრობდა. სწორედ ამ დიდსულიერების გამო ჯერ კიდევ ახალგაზრდას ბიძამისმა, პატარის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა მღვდლად დაასხა ხელი და როცა წმინდა მიწის მოსალოცად წავიდა, თავისი სამწყსოც კი ჩააბარა. ბიძის დაბრუნების შემდეგ წმინდა ნიკოლოზმა თვითონ მოისურვა იერუსალიმის მოლოცვა. შესაძლოა, ეს საბაბიც იყო, რომ ამქვეყნიურ დიდებას განრიდებოდა; ყველა მას აქებდა და ფიქრობდნენ კიდეც, ბიძამისის სიკვდილის შემდეგ ის ყოფილიყო პატარის მღვდელმთავარი. კარგა ხანს იყო იერუსალიმში, მერე კი, როცა უდაბნოში განმარტოება გადაწყვიტა, ღვთის ხმამ შეაჩერა: - ნიკოლოზ, თუ გსურს გვირგვინით შეგამკო, წადი და სოფლის სიკეთისთვის იღვაწეო. ნათქვამმა შეაძრწუნა - რას ნიშნავდა ესო. ამ დროს კვლავ გაისმა უფლის ხმა: - ეგ არ არის ის ყანა, სადაც შენ ჩემთვის სასურველი ნაყოფი უნდა მოიწიო, არამედ წარვედ სოფელში, რათა განიდიდოს შენ მიერ ჩემი სახელიო. მიხვდა წმინდა ნიკოლოზი, რომ უნდა დაეტოვებინა მყუდროება და ხალხის დასახმარებლად სოფელში წასულიყო. თავის ქალაქში ყველა იცნობდა, ამიტომაც ლიკიის ქალაქ მირონში დასახლდა, როგორც ერთი გლახაკთაგანი. დღედაღამ ტაძარში იყო, არ ჰქონდა ადგილი, თავი რომ მიედრიკა. ერთხელ, ღამით, წმინდა ნიკოლოზმა სიზმარი ნახა: მას მაცხოვარმა თვალ-მარგალიტით შემკული სახარება გადასცა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა - სამღვდელმთავრო ომოფორი. მალე ლიკიის მღვდელმთავარი გარდაიცვალა და მთავარეპისკოპოსის გამოსარჩევად ლიკიის ეპისკოპოსნი შეიკრიბნენ. ამომრჩევლებს შორის უთანხმოება რომ დაინახეს, გადაწყვიტეს, მარხვით და ლოცვით შეეტყოთ ღვთის ნება. ერთ-ერთ მათგანს, ასაკით უფროს ეპისკოპოსს, ღმერთმა უბრძანა, წასულიყო ღამით ეკლესიაში და ტაძარში პირველმოსული აერჩიათ მღვდელმთავრად. იმავე ღამეს წმინდა ნიკოლოზი ადრიანად წავიდა ტაძარში ცისკრის ლოცვაზე, სადაც მას ხსენებული ეპისკოპოსი დახვდა და სხვა მღვდელმთავრებს წარუდგინა. "ნიკოლოზ, შენ მიერ მიღებული მღვდელმთავრის ხარისხი სხვანაირ ცხოვრების წესს მოითხოვს - უნდა იცხოვრო სხვებისთვის და არა საკუთარი თავისთვის", - თქვა თავისთვის წმინდა ნიკოლოზმა და უფრო გაამკაცრა მარხვა და ლოცვა. სამოსი მისი უბრალო იყო, საჭმელი - სამარხვო. ობლებისთვის მამა გახლდათ, ქვრივთათვის - შემწე, მტირალთათვის - ნუგეშისმცემელი, გლახაკთა განმკითხავი. გამოირჩია ორი ბრძენი კაცი, რომლებიც მას ღვთისაგან მინდობილი ეკლესიის მართვაში ეხმარებოდნენ. როცა დიოკლეტიანემ და მაქსიმიანემ ქრისტიანთა დევნა დაიწყეს, სხვებთან ერთად საპყრობლეში წმინდა ნიკოლოზიც ჩასვეს. ციხეში მცირე ხანი გაატარა და ამხნევებდა იქ ჩამწყვდეულ ქრისტიანებს. ჯვრის ძალით მტერზე გამარჯვებულმა წმინდა კონსტანტინემ ქრისტიანები გაათავისუფლა. წმინდა ნიკოლოზიც თავის სამწყსოს დაუბრუნდა. საღმრთო მოშურნეობით აღვსებულმა მღვდელმთავარმა ერთ-ერთი პირველი, რაც გააკეთა, იყო ის, რომ არტემიდას დიდი ტაძარი საძირკვლიანად დაანგრია. მისი მოშურნეობის ამსახველია ნიკეაში მომხდარი ამბავი. იქ შეკრებილმა I მსოფლიო კრების მამებმა დაგმეს არიოზის ცრუ სწავლება, მაგრამ ვერ დაადუმეს ღვთისმგმობი არიოზი. მაშინ წმინდა ნიკოლოზმა სილა გააწნა ერესიარქს, რისთვისაც ეკლესიის მამები გაუწყრნენ და მისთვის მღვდელმთავრის ხარისხის ჩამორთმევა გადაწყვიტეს, მაგრამ რამდენიმე მღვდელმთავარს ჰქონდა ხილვა - უფალმა მათ განუცხადა, რომ მისთვის სათნო იყო წმინდა ნიკოლოზის კადნიერება. წმინდა ნიკოლოზმა სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული მოახდინა, მისი ღვთაებრივი ნექტარით აღსავსე ქადაგებებიდან, სამწუხაროდ, ერთიც კი არ შემორჩენილა. უფლისა და მოყვასის სიყვარულით განვლო ცხოვრება, მიაღწია ღრმა სიბერეს და ღვთის სასუფეველში განისვენა. მისი წმინდა სხეულიდან დადენილ მირონთან მიახლებით განიკურნებოდნენ ლიკიელი ქრისტიანები. ღვთის განგებულებით, 1087 წელს ის მირონიდან იტალიის ქალაქ ბარიში გადაასვენეს და წმინდა ნიკოლოზმა დასავლელ ქრისტიანებში თავისი სასწაულმოქმედებით განადიდა უფლის სახელი. ახლაც, მრავალი წლის შემდეგ, წმინდა ნიკოლოზის საფლავიდან კვლავ მოედინება წმინდა მირონი, რომელიც სულიერად განაძლიერებს ჩვენი დროის ქრისტიანებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
08 / მაისი 2024
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გუშინდელ ინაუგურაციაზე არ მიიწვიეს, წერს ტელეგრამ არხი Respublica.
08 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდის თეატრში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მოქალაქეები და აქტივისტები საპროტესტო ტრანსპარანტებით მივიდნენ და სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ე.წ. აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ პროტესტი გამოხატეს.
08 / მაისი 2024
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბოტანიკური ბაღის დაარსებაზე და განვითარების ეტაპებზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.